ISW: მოსკოვი მიმართავს ბირთვულ შანტაჟს, რათა დასავლეთმა არ დაუშვას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები

07-05-2024 14:52:58 მსოფლიო

ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა გააანალიზა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებების მიზეზები დაგეგმილი ბირთვული წვრთნების შესახებ.

როგორც აღინიშნა, რუსეთი ადრეც ხშირად იყენებდა ბირთვულ საფრთხეს თავისი სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, რათა დასავლეთი აიძულოს, შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.

„ბირთვული რიტორიკის ამჟამინდელი აშკარა აღორძინება, ამჯერად დაგეგმილი ტაქტიკური ბირთვული წვრთნების სახით, ემთხვევა უკრაინაში დასავლური იარაღის გარდაუვალ ჩასვლას. რუსი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, იყენებენ საინფორმაციო ოპერაციას, რათა შეაკავონ უკრაინის დასავლელი პარტნიორები დამატებითი სამხედრო მხარდაჭერისგან და დააშინონ დასავლელი ოფიციალური პირები, რათა მათ ხელი შეუშალონ უკრაინულ ძალებს დასავლეთის მიერ მიწოდებული სისტემების გამოყენებაში რუსეთში ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ISW კვლავ ფიქრობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა ტაქტიკურ ბირთვული იარაღი გამოიყენოს ბრძოლის ველზე უკრაინაში ან სხვაგან.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი მალე ჩაატარებს წვრთნას, რათა "გაიზარდოს არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნა საბრძოლო მისიების შესასრულებლად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები