ოხანაშვილის ინფორმაციით, "აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს გაიმართება

07-05-2024 13:22:24 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს.

რაც შეეხება “აგენტების კანონს", ოხანაშვილის ინფორმაციით, მისი მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს გაიმართება.

„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“, - წერს ოხანაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

10 მაისი მთავრობამ დასვენების დღედ გამოაცხადა, თუმცა გაირკვა, რომ ამ დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ამ დღეს განიხილოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები