მარტში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ხოლო ფასები გაიზარდა – ბაზრის მიმოხილვა

07-05-2024 13:02:51 საზოგადოება

Galt & Taggart-ის დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში ბინების გაყიდვების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ბინების ფასი გაიზარდა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მარტში თბილისში 2,991 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 13.0%-იანი (და თვიურად 13.2%-იანი) შემცირებაა.

„ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-5.2% და -18.7% წ/წ, შესაბამისად). 2024 წლის მარტში დარეგისტრირებული ტრანზაქციების თითქმის ნახევარი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები მხოლოდ გლდანსა (+4.9% წ/წ) და დიდუბეში (+2.6% წ/წ) გაიზარდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით. ><$1000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში პირველად ბაზარზე ბინის ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა, კონკრეტულად თვის ჭრილში ფასები 0.4%, ხოლო წლიურად 15.1%-ით გაიზარდა. ანალოგიურად, ფასები გაიზარდა მეორად ბაზარზეც (თვიური 3.9% და 2.7% ზრდა ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად).

„2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ კვარტალში 717.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9,506 ბინა გაიყიდა (+2.5% წ/წ და - 2.4% წ/წ, შესაბამისად)“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

2024 წლის აპრილში Galt & Taggart-მა თბილისის 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები