"მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები" – ხაბეიშვილზე ძალადობის გამოძიებას მოითხოვენ

07-05-2024 12:00:13 სამართალი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასთან პარტიის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

"მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე, ჩამოთვლილი გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ივანიშვილის დავალებას, ეს არის "ხარება", გოგა მემანიშვილი და ყველა ის "რობოკოპი", რომლის სანომრე ნიშანი, მათ შორის რამდენიმე სიუჟეტში არის ასახული, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს", - თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.

მისივე განცხადებით, „ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა არ არის მხოლოდ სასტიკი ძალადობა, არამედ პოლიტიკური და ფიზიკური ანგარიშსწორება ყველა იმ ოპოზიციონერზე, პროდასავლურ ლიდერზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ გატეხა ივანიშვილის რეჟიმმა“.

„მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა, როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, დაწყებულიყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ეპიზოდზე და მათ შორის, ყველა იმ ახალგაზრდის ცემაზე, რომელიც მოდის ივანიშვილის რეჟიმისგან. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება ყველა ამ ძალადობაზე, ვინაიდან ეს არის პროკურატურის პირდაპირი ვალდებულება. მათ გააჩნიათ პასუხისმგებლობა, რომ მაღალი სტანდარტით, როგორც სამართლებრივ ისე პოლიტიკური, შემოგვთავაზონ გამოძიება",–განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები