ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ირანს სტუმრობს

06-05-2024 20:08:11 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ირანს სტუმრობს.

იგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან და ისლამური რესპუბლიკის ატომური პროგრამის ხელმძღვანელ მოჰამად ესლამისთან შეხვედრებს გამართავს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.

ამასთან, გროსი ირანში დაგეგმილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

მანამდე, IAEA–მ განაცხადა, რომ "თეირანი სათანადოდ არ თანამშრომლობს შემოწმების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები