ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება

06-05-2024 19:16:12 მსოფლიო

სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარისას სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.

მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე მოწვევები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები