პუტინის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია

06-05-2024 18:51:48 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთიდან ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი ბერლინში კონსულტაციებისთვის გაიწვია. გადაწყვეტილება გერმანიის დიპლომატიურმა უწყებამ მას შემდეგ მიიღო, მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმებში დაადანაშაულეს. ელჩი გერმანიაში ერთი კვირა დარჩება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას გამოტოვებს.

ბერლინმა რუსეთი 3 მაისს, გერმანიის "სოციალ დემოკრატიული" პარტიის წევრების ანგარიშებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები "მიუღებელია და არ დარჩება უპასუხოდ". მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიების მოსაწვევი გაეგზავნათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. მონაწილეობაზე უარი ღიად ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთმა განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ბრიტანეთმა და კანადამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები