რუსეთი ბელგოროდის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

06-05-2024 12:51:50 მსოფლიო

რუსეთი ბელგოროდის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.

ოლქის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ბორისოვის რაიონში დრონებით დარტყმა იყო საწარმო „აგრო-ბელგორიეს” ავტომანქანებზე, რომლებსაც ფერმის თანამშრომლები გადაჰყავდა". მისი ცნობით, დაიღუპა 6 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით კომპანია „აგრო-ბელგორიემ” განაცხადა, რომ დაღუპულია 7.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინას ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთი უკრაინას თითქმის ყოველდღე ადანაშაულებს ბელგოროდის ოლქზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმებში. უკრაინის თავდაცვის ძალებში, როგორც წესი, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები