უკრაინა: რუსეთის მიერ სუმის ოლქის ენერგოობიექტებზე შეტევისას გამოყენებული 13 დრონიდან 12 განავადგურეთ

06-05-2024 12:47:50 მსოფლიო

უკრაინის სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს ოლქზე. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ ღამით განხორციელებული შეტევის სამიზნე იყო ენერგოობიექტები. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სუმის ოლქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ხარკოვის ოლქის ზოგიერთი რაიონიც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენა.

დილით უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქს შეუტიეს 13 დრონით. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 დრონი გაანადგურეს.

2024 წლის დასაწყისიდან რუსეთმა ისევ გაააქტიურა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმები.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ 5 მაისს განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას მიაყენა ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები