უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

06-05-2024 12:37:10 საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფი „შავი არწივი“ იტყობინება, რომ ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა მისი მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი.

„ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“ - წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები