"ყველამ უნდა იგრძნოს, რომ აქვს პასუხისმგებლობა" – მტკვრის ორივე სანაპირო ბლოკირებულია

02-05-2024 23:08:23 საზოგადოება

დემონსტრანტების ნაწილმა გმირთა მოედნის ბლოკირების შემდეგ, რომელიც ამ დრომდე პარალიზებული რჩება, გადაინაცვლა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების მიმართულებით და საავტომობილო გზა გადაკეტა.

ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მარჯვენა სანაპიროზე მობილიზებულ დემონსტრანტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ შეფერხებულ ავტომანქანებს გადაადგილების შესაძლებლობა მისცენ და შემდეგ განაგრძონ პროტესტი.

დემონსტრანტები დათანხმდნენ, რომ გაატარებენ საპატრულო პოლიციის მანქანებს და საჭიროების შემთხვევაში თავად გაიყვანონ ადამიანები. ამისთვის გაათავისუფლებენ საავტომობილო გზის შუა ზოლს.

„საჭიროების მქონე ადამიანებს გავატარებთ პატრულის თანხლებით, მაგრამ ყველამ უნდა იგრძნოს, რომ აქვს პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანა მხოლოდ ამ ბავშვების არაა, ეს ქვეყანა ყველასია!“,– თქვა ერთ–ერთმა დემონსტრანტმა.

კიდევ ერთმა მომიტინგემ თქვა, რომ ესმის მოქალაქეების, რომლებიც დისკომფორტით წუხდებიან, მაგრამ "კრიტიკულ მომენტში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც უნდა გამოიჩინონ“:

„სიცხიანი შვილი მყავს დატოვებული სახლში და აქ ვარ, რადგან ვთვლი, რომ კრიტკული მომენტია. თავადაც გამოვიდნენ მანქანებიდან და იბრძოლონ თავიანთი შვილებისთვის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები