"კი ევროპას, არა რუსულ კანონს": 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

02-05-2024 22:05:57 საზოგადოება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები 11 მაისს მასშტაბურ მანიფესტაციას აანონსებენ.

“მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი - 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ არ ყოფილან მოვიყვანოთ”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

ამჟამად კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს გმირთა მოედანზე. მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვისას რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, მოქაქალაქეების ნაწილმა რუსთაველიდან გადაინაცვლა ამ მიმართულებაზე და ამჟამად გმირთა მოედანი ყველა მიმართულებითაა პარალიზებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები