კალატოზიშვილი – ცნობილ სახეებს: ოთხ სიტყვას – „არა რუსეთს, ძალა ერთობაშია!“ ვერ წერთ, კანონი კი ჯერ მიღებული არც არის

02-05-2024 20:52:58 ციტატა

„არ გამუნათებ, უბრალოდ ერთი რამ მინდა, გითხრათ, როდესაც ნეიტრალურ პოსტებს წერთ, „ღირსებით მივდივართ ევროპოისკენ“, ევროპა გეუბნებათ, რომ ამ გზაზე ამ კანონით ვერ შემოხვალთ – უმაღლესში თუ გინდათ ჩაბარება, მისაღები გამოცდები უნდა ჩააბაროთ, რომელ ღირსებაზე ვლაპარაკობთ? კიდევ ერთი, რაც ჩემთვის კიდევ უფრო მტკივნეულია და მგონია, რომ არც დაფიქრებულხართ ამაზე: თქვენ დღეს ამ ოთხ სიტყვას, „არა რუსეთს, ძალა ერთობაშია“ ვერ წერთ, კანონი მიღებული არც არის და არ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ!...გამოდით გარეთ“,– მიმართა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან სპორტსმენებს, მომღერლებს, ტელეწამყვანებს და სხვა ცნობილ სახეებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები