ჩეხეთი: ვგმობთ დემონსტრანტებზე ძალადობას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება

02-05-2024 20:28:58 პოლიტიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი გმობს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება.

“ვგმობ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება. მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური ადამიანის უფლებაა, რომელსაც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ,” - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი.

საქართველოში ორი კვირა, უწყვეტად გრძელდება მასშტაბური დემონსტრაციები "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, მიუხედავად მისი დაშლის არაერთი მცდელობისა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები