რუსთაველზე აქცია განახლდა, გზა გადაიკეტა

02-05-2024 19:57:12 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია, "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს. ხალხის სიმრავლის გამო გადაკეტილია საავტომობილო გზა.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს გმირთა მოედანზე – დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს.

ქვეყანაში ორი კვირაა, გრძელდება მასშტაბური პროტესტი "აგენტების კანონის" გამო, მიუხედავად მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის არაერთგზის გამოყენებისა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები