„ყველა გზა გადაიკეტება გარდა ერთისა“ – გმირთა მოედანი გადაიკეტა

02-05-2024 19:49:20 საზოგადოება

დემონსტრანტებმა მორიგ მცდელობაზე გმირთა მოედანთან გზა გადაკეტეს.

„ყველა გზა გადაიკეტება გარდა ერთისა – ევრიპისკენ მიმავალი გზის. და ეს გაგრძელდება, ვიდრე ევროპისკენ გზა არ გაიხსნება“,– აცხადებენ დემოსნტრანტები. ეს დედაქალაქის ერთ–ერი საკვანძო სატრანსპორტო მონაკვეთია.

დემონსტრანტებს მანამდეც ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, თუმცა პოლიციამ მომიტინგეთა სიმცირის გამო გზის გახსნა შეძლეს. როგორც ცნობილია, დააკავეს ერთი ადამიანი. შემდეგ დემონსტრანტებს შეუერთდნენ ახალგაზრდები.

პარალელურად „აგენტების კანონის მოწინააღმდეგეები და ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან.

უკვე ორი კვირაა, ყოველდღიურად იმართება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები, მიუხედავად მათ წინააღმდეგ სპეცსაშუალებების არაერთგზის გამოყენებისა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები