"ვართ ერთად  და ვართ ხალხის გვერდით" – ქართველმა „იუთუბერებმა“ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ვიდეო ჩაწერეს

02-05-2024 19:40:07 საზოგადოება

60-მდე ქართველმა „იუთუბერმა“, რომელთა გამომწერთა საერთო რაოდენობა მილიონებს აღწევს, ვიდეორგოლი ჩაწერა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.

ისინი ემიჯნებიან ძალადობას და ხელისუფლებას "აგენტების კანონის" უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.ძირითადი გზავნილებია:

  • „იცოდეთ, რომ „იუთუბერები“ ვართ ერთად და ვართ ხალხის გვერდით“
  • „არა ძალადობას, არა კანონს, რომელიც ამდენ პრობლემას იწვევს“.
  • „ის ახალგაზრდები, ვინც ქუჩაში დგანან, თუ „ნაციონალები“ ან უცხოეთის აგენტები გგონიათ, ვერ ხედავთ ვერაფერს, რადგან ამ ადამიანებს თავისუფალი ქვეყანა უყვართ და მზად არიან ბრძოლისთვის“.
  • „საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში“
  • „სანამ სიტყვის თავისუფლება გვაქვს, მანამდე უნდა ამოვიღოთ ხმა, მერე გვიან იქნება“.·
  • „აუცილებელია, რომ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნისთვის“.
  • „მოტყუება და რუსეთში გაღვიძება არის ყველაზე დიდი ტრაგედია ახალგაზრდებისთვის და ამას არ დავუშვებთ საზოგადოების არცერთი წარმომადგენელი“.
  • მეგობრებო, დროა, გავერთიანდეთ, დავივიწყოთ ლიდერები, პარტიები. დროა, გავაპროტესტოთ ის, რაც ცუდად აისახება საქართველოს მომავალზე. ჩვენი მიზანია მშვიდობიანი საქართველო და განვითარება".
  • „ამ კანონის მიღებით ყველაზე დაუცველად ვიგრძნობთ თავს ჩვენივე ქვეყანაში და სამუდამოდ ჩამოვშორდებით ევროკავშირს“.
  • „გვაქვს სურვილი, რომ მოგიწოდოთ ყველას, ვისაც ამის ძალაუფლება გაქვთ, რომ ეს კანონი გაიწვიოთ. გაიტანოთ, ისევე, როგორც ეს გააკეთეთ შარშან... არ ღირს იმად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ძალიან გთხოვთ, ქვეყანას ნუ არევთ“.
  • „ბევრმა დაწერა, სად არიან "იუთუბერები“? "იუთუბერები“ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ – ერთმანეთის გვერდით, ხალხის გვერდით. ეს კანონი უნდა გავიწვიოთ უკან! ძალადობა, რომელიც არანაირად არ არის გამართლებული, არც „მაგრამ“-ით და არც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაზე მიწებებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები