დემონსტრანტებმა გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვა სცადეს

02-05-2024 18:56:50 საზოგადოება

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე და ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერების ნაწილი ამჯერად გმირთა მოედანზე შეიკრიბა და საავტომობილო გზა გადაკეტა.

საავტომობილო მოძრაობა მცირე ხნით იყო ბლოკირებული – პოლიციამ გზის გახსნა შეძლო დემონსტრანტთა შედარებით მცირე რაოდენობის გამო. დემონსტრანტებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს, სკანდირებენ, „არა რუსულ კანონს“ და მოქალააქეებს მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ. ასევე მოუწოდებენ თანამოქალაქეებს გაფიცვისკენ.

კიდევ ერთი აქცია პარლამენტთან 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ორი კვირაა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი არ წყდება „აგენტების კანონის“ ინიიცირების შემდეგ მიუხედავად მათ წინააღმდეგ სპეცღონისძიების არაერთგზის გამოყენებისა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები