ნიდერლანდების საგარეო: ქართველი ოფიციალური პირების ანტიდასავლური განცხადებები არ ასახავს ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას

02-05-2024 18:39:37 პოლიტიკა

"აგენტების კანონის" ირგვლივ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლურ განცხადებებს სხმიანება ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყება აღნიშნავს, რომ ამგვარი რიტორიკა "არ ასახავს ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას" და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოერიდოს ნაბიჯებს, რაც აზიარებს ევროკავშირში ინტეგრაციას.

"ნიდერლანდები არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერი. ქართველი ოფიციალური პირების ანტიდასავლური განცხადებები არ ასახავს ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოერიდონ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უშლის ევროკავშირში ფართოდ მხარდაჭერილ ინტეგრაციას და უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების უფლება" - წერს საგარეო უწყება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები