პარიზი: საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს ქვეყნის მოსახლეობის სურვილის შესაბამისად

02-05-2024 18:02:07 ციტატა

"საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას "უცხოეთის გავლენის შესახებ" კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად", - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები