პრემიერი ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღავნელობას შეხვდა: "შეხვედრაზე აღინიშნა ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის"

02-05-2024 17:30:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, აღინიშნა EIB-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო სექტორის მიმართულებებით.

„მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყანას სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში უწევს.

თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ EIB-მა, როგორც ევროკავშირის ფინანსურმა ინსტიტუტმა, კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებს და აღინიშნა, რომ არსებული ტენდენცია გრძელდება“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა საჯარო სექტორში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები