გერმანიის მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის საკითხებში საქართველო –ევროკავშირსა და საქართველო–გერმანიას შორის თანამშრომლობის გადახედვის წინადადებით გამოდის

02-05-2024 16:22:00 ციტატა

"ავტორიტარული და ანტიევროპული შემობრუნება საქართველოში ჩვენგან მოითხოვს, გადავხედოთ საქართველო –ევროკავშირის და საქართველო–გერმანიის მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის გაძლიერებაც გვსურს და არა განადგურება. გერმანიას სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი პროტესტს გამოხატავს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას კანდიდატის სტატუსი სურს. საქართველო ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროპული ღირებულებები მოითხოვს ყველა სახელმწიფოს ერთგულებას ენერგიული სამოქალაქო საზოგადოებისა და პლურალიზმის გაძლიერებისკენ. ევროკავშირში ინტეგრაცია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და პლურალიზმი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. თუმცა საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი კურსი სულ სხვა მიმართულებით მიდის. აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა მიუღებელია. ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდება, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის მიღებას და დაგეგმილ ლგბტქი დისკრიმინაციას. ამ კურსით ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება არც 2030 წელს და არც მის შემდეგ. საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მომავალთან დაკავშირებით", – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს რობინ ვაგენერი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები