როთი – საქართველოს დემონსტრაციებზე: სანამ ასეთი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება

02-05-2024 14:32:55 პოლიტიკა ,ციტატა

"ვიდრე ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი ვიწრო აზროვნების მქონე, მხდალი ნაციონალისტების გამო არ გაქრება. თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე მშვიდობიანი დარჩეს! დაე აგენტების კანონი შეჩერდეს",- წერს X–ზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი და თბილისში მიმდინარე აქციების ამსახველ ფოტოს აზიარებს.

საქართველოში ორი კვირაა, უწყვეტად მასშტაბურ აქციებზე აპროტესტებენ "აგენტების კანონს" მიუხედავად იმისა, რომ საპოლიციო ძალებმა არაერთგზის გამოიყენეს ძალა მომიტინგეთა დასაშლელად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები