საქართველოს პრემიერმა საფრანგეთის განვითარების ფონდის ხელმძღავნელობას "ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების კუთხით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა"

02-05-2024 14:22:02 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის განვითარების ფონდის (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბერტრან ვალკენერს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ფონდის არსებით მხარდაჭერას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების კუთხით და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა.

„საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და საფრანგეთის მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების ფონდს შორის გაფორმებული პარტნიორობის შეთანხმება. აღინიშნა, რომ AFD-ის პროექტები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სფეროებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები