ნაუსედა: საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას

02-05-2024 13:43:36 პოლიტიკა

ლიეტუვას პრეზიდენტი მკაცრად გმობს "აგენტების კანონის" წინაარმდეგ გამოსულ მომიტინგეებზე ძალადობას და გამოდის გაფრთხილებით, რომ "საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას".

ის ხელისუფლებას ახსენებს ქართველი ხალხის არჩევას და მის უფლებამოსილებას.

"მკაცრად ვგმობ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროევროპელ მომიტინგეებზე. საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ევროპას ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება წაართვას იგი",– წერს X-ზე ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც ქვეყანაში მღელვარებას იწვევს. მომიტინგეტა არაერთგზის დაშლისა, არ წყდება პროტესტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები