ბრიტანეთის საელჩო: საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს

02-05-2024 13:07:16 პოლიტიკა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმიანება "აგენტების კანონის" ირგვლივ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

საელჩო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები და რომ მათი ხმა უნდა შეისმინონ.

საელჩო აღნიშნავს, რომ საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული

"ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული",– ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები