სამადაშვილი – დარჩიაშვილს: დაწერე განცხადება და წადი სახლში!

02-05-2024 12:57:36 პოლიტიკა

"ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.

"ქართველი დიპლომატები ყოველთვის საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები უნდა იყვნენ და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ, მე ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი – დაწერე განცხადება და გადადექი! იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ითვლის საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს და შენ ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში!” - განაცხადა სამადაშვილმა.

დღეს, 2 მაისს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში დარჩიაშვილის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედეს და დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები