ჯანდაცვის სამინისტრო: აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

02-05-2024 12:31:04 საზოგადოება

1-2 მაისის ღამით, თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, კლინიკები დატოვეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები.

საპოლიციო ძალებმა რუსთაველზე დმონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენეს სპეციალური საპოლიციო საშუალებები. შსს უარტოფს რეზინის ტყვიების გამოყენებას, თუმცა დემონსტრანტებს ჭრილობებისა და დაბეჟილობების სახით აღენიშნებოთათ მათი კვალი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები