საფრანგეთის საგარეო: საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს

02-05-2024 11:29:38 პოლიტიკა

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას და საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს ქართველი ხალხის ნებას.

საფრანგეთის საგარეო პოლიტიკური უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ძალისხმევა, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.

„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.

პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც ქვეყანაში მღელვარებას იწვევს. პარლამენტთან მორიგ ჯერზე შეიკრიბნენ დემონსტრანტები. საპოლიციო ძალებმა კვლავ გამოიყენეს სპეცსაშუალებები მათ წინააღმდეგ.

„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები