კრემლის პროპაგანდისტი: აი, როგორ ყრიან ტლინკებს უცხოეთის აგენტები

02-05-2024 11:05:34 პოლიტიკა

კრემლის პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი მორიგ ჯერზე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და "უცხოეთის აგენტებს" უწოდებს საპროტესტოდ ქუჩაში გასულ ადამიანებს, რომელთა ძირითად ნაწილსაც ახარგაზრდები წარმოადგენენ.

"საქართველო. აი როგორ ყრიან ტლინკებს უცხოეთის აგენტები, როდესაც სუვერენული ხელისუფლება გადათვლითა და დაფიქსირებით ემუქრება. სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოეთის აგენტების ქცევა, რომლებიც ვნების კვირაში პარლამენტის კედლებში ბორგავენ, ნამდვილად არ არის ქართული",–წერს საკუთარ Telegram–არხზე კრემლის პროპაგანდისტი.

პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც ქვეყანაში მღელვარებას იწვევს. პარლამენტთან მორიგ ჯერზე შეიკრიბნენ დემონსტრანტები. საპოლიციო ძალებმა კვლავ გამოიყენეს სპეცსაშუალებები მათ წინააღმდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები