02-05-2024 05:16:30 სამართალი
პარლამენტთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ისინი მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"მოვიდა 2 ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში, ისინი აგრძელებდნენ პოლიციელების შეურაცხყოფას", – განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.
ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა. დემონსტრანტების ნაწილი კვალვ რჩება გზის სავალ ნაწილზე.