პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

02-05-2024 04:54:26 საზოგადოება

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა.

პოლიციამ დემონსტრანტებს მიმართა, რომ მათ შეუძლიათ, გააგრძელონ პროტესტი რუსთაველის გამზირზე ოღონდ საფეხმავლო ტერიტორიაზე.

სამართალდამცველების თქმით, ამჟამად არ არის აქციის მონაწილეთა ის რაოდენობა, რომ გზის სავალი ნაწილი დაკეტონ.

„შეუძლიათ პარლამენტის წინ დადგნენ და გააპროტესტონ. გზის სავალი ნაწილიდან გადმოვიდნენ და შეუძლიათ დადგნენ სადაც უნდათ. როგორც მათი რაოდენობა იქნება, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. უბრალოდ ვესაუბრებით აქციის მონაწილეებს, რომ მშვიდ ვითარებაში, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი პარლამენტის წინ, არავინ უშლით. ჩვენი მიზანია, რომ აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, რომ მათ არავინ მისდევს და ავიწროებს, უბრალოდ თავიანთი პროტესტი მშვიდად გამოხატონ პარლამენტის წინ“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.

ამ დროისთვის [04:50 სთ.] დემონსტრანტების მცირე ნაწილი რჩება სავალ გზაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები