პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან დაძაბულობა გრძელდება

02-05-2024 02:30:57 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან 9 აპრილის ქუჩის მხრიდან დაძაბულობა გრძელდება.

პარლამენტის ეზოში მყოფმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წლის ჭავლის, "წიწაკის სპრეის" და სხვა სპეცსაშუალებების გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო.

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში ამ დრომდე გადაჰყავთ და პირველად დახმარებას მათ სასწრაფოს ექიმები ადგილზე უწევენ.

ძირითადად, მოქალაქეებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ. აქციის მონაწილეები ჯერ–ჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან რჩებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები