საპოლიციო ძალებმა პარლამენტის გარე პერიმეტრი დატოვეს

01-05-2024 05:14:55 საზოგადოება

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირის შემდეგ ჩიტაძის ქუჩასაც ტოვებენ. მათ დემონსტრანტები ტაშით აცილებენ და ემშვიდობებიან.

ასევე ტოვებენ პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიასაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიმართულებით. კორიდორი მათ დემონსტრანტებმა გაუთავისუფლეს.

ნელ–ნელა იშლება აქციაც.

მანამდე საპოლიცო ძალებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს, ხოლო მომიტინგეები პარლამენტის წინ დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ საპოლიციო ძალები რამდენიმე საათის განმავლობაში არბევდნენ აქციის მონაწილეებს, იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს – წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, ე.წ. წიწაკის სპრეის, რის გამოც ადამიანები დაშავდნენ. დაფიქსირდა ჟურნალისტების, მომიტინგეების, პოლიტიკოსების ცემის ფაქტები, მათ შორის ენმ–ის თავმჯდომარე ჰოსპიტალიზებულია. ასევე აკავებდნენ მომიტინგეებს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ომბუდსმენის შეფასებით, შსს–მ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

რუსთაველზე აქცია 1 მაისსაც განახლდება პარლამენტში "აგენტების კანონის" მოსმენის პარალელურად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები