საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს ტოვებენ, მომიტინგეები პარლამენტთან დაბრუნდნენ

01-05-2024 04:24:38 საზოგადოება

საპოლიციო ძალებმა – სპეციალური დანიშნულების რაზმმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დატოვეს რუსთაველის გამზირი. მათ გასვლას დემონსტრანტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ასევე იყო შეძახილი, ხვალ შევხვდებით“ – 1 მაისს ასევე პარლამენტთან 19:00 საათზე მორიგი აქციაა დაანონსებული „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.

სპეცრაზმელთა ნაწილმა ჩიტაძის ქუჩაზე აინაცვლა, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური შენობაა განთავსებული, ხოლო ნაწილმა სპეცტექნიკასთან ერთად – თავისუფლების მოედნისკენ.

მომიტინგეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

მანამდე საპოლიციო ძალებმა რამდენჯერმე დაარბიეს მომიტინგეები სპეციალური საშუალებების გამოყენებით, ასევე ცემდნენ მომიტინგეებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს.

მომიტინგეები იხევდნენ უკან, შემდეგ კვლავ ბრუნდებოდნენ პარლამენტთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები