დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა [ვიდეო]

01-05-2024 02:20:09 საზოგადოება ,სამართალი

პარტია „მოქალაქეების" ლიდერს, დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა, ჩანს, როგორ უახლოვდება პოლიტიკოსი რუსთაველის გამზირზე განლაგებულ სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილ საპოლიციო ძალებს ხელებაწეული. კადრში ჩანს, რომ ისინი ფიზიკურად უსწორდებიან ელისაშვილს, ხოლო დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც მიშველებას ცდილობენ, იყენებენ ე.წ. წიწაკის სპრეის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები