ლევან ხაბეიშვილი ნაცემია

01-05-2024 01:51:06 პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაიტაცეს - ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

პარტიის განცხადებით, ხაბეიშვილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

მათი თქმით, ხაბეიშვილი გატაცებისას დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა.

ენმ მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და გაათავისუფლოს ის.

განახლება

ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელდა ფოტო, რომელზეც მას სახის არეში ცემის კვალი აღენიშნება.

„არაფერი არ მტკივა, თვალი გაივლის, ტანი გაივლის და ყველაფერიც გაივლის. პუტინისტების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“,– თქვა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე დაძაბული ვითარებაა. სპეცდანიშნულების რაზმი იყენებს სპეცსაშუალებებს, აკავებენ მომიტინგეებს. აქტიურობენ შავ სამოსში გამოწყობილი ნიღბიანი ადამიანები, რომელთაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები