14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე დედას 3, ხოლო ბიძას 3.6–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

30-04-2024 19:29:03 საზოგადოება ,სამართალი

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

დედა და ბიძა ბრალს დრომდე არ აღიარებენდა ამტკიცებენ, რომ გოგონა საკუთარი სურვილით გათხოვდა.

რაც შეეხება მკვლელობის ეპიზოდს, დაკავებულია ალიმ სადიკოვი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები