გოცირიძე – "ოცნებას": საპენსიო ასაკის მოქალაქეები ძალით ჩამოიყვანეთ აქ, ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის გადარჩენის თქვენი პოლიტიკური რეჟიმის ისტორიულ სანაგვეზე მოსროლაა

30-04-2024 13:48:46 ციტატა

"თქვენ ამბობთ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა ქუჩაში, დავანებოთ თავი, ჩამოყვანილი იყვნენ თუ - არა. მთელი ახალგაზრდობა გაიკრიფა უცხოეთში, ქვეყანა დაიცვალა, სამწუხაროდ, საპენსიო ასაკის მოქალაქეები ძალით აქ ჩამოიყვანეთ, მადლობას რომ უხდით, „მარშრუტკების“ მძღოლებსაც გადაუხადეთ მადლობა, გაჭედილი რომ იყო მთელი თბილისი ავტობუსებით და თბილისიდან 1000 კაცი რომ ვერ გამოიყვანეთ. 164 000-მა ქართველმა დატოვა 2023 წელს საქართველო. [...] ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის გადარჩენის, თქვენი, პოლიტიკური რეჟიმის ისტორიულ სანაგვეზე მოსროლაა“, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "ქართულ ოცნებას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები