პაატა მანჯგალაძე – "ქართულ ოცნებას": თქვენი სამი საუნჯე ბიძინა, სკამი, ფულია

30-04-2024 13:35:30 ციტატა

"რისი გამკეთებლები ხართ, თქვენგან ევროპაზე ლაპარაკი, თქვენგან სუვერენიტეტზე ლაპარაკი იგივეა, როგორც ჩრდილოეთ კორეა არის სახალხო დემოკრატიული, არაფერი სახალხო და დემოკრატიული ჩრდილოეთ კორეაში არ ხდება, არანაირი ევროპული, არანაირი სუვერენიტეტის დამცველები თქვენ არ ხართ, თქვენ გადარდებთ ძალაუფლება. თქვენი სამი საუნჯე არის ბიძინა, სკამი, ფული. არანაირი საუნჯე არ გაგაჩნიათ თქვენ სინამდვილეში. თქვენ ნახავთ ეს აქციები გაგრძელდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და თქვენ მოგიწევთ, მიუხედავად ათასი ბოროტებისა და სიშლეგეებისა რასაც ამბობთ და აკეთებთ, თქვენი სასჯელი იქნება გაყურებინებთ როგორ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი", – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები