პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვას დღეს დაიწყებს

30-04-2024 13:20:07 პოლიტიკა

პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვას პლენარულ სხდომაზე დღეს დაიწყებს.

სხდომის წამყვანის, ვიცე-სპიკერ გიორგი კახიანის განაცხადებით. დღეს პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ცესკოს საკითხზე გაიმართება კენჭისყრა, რის შემდეგაც "აგენტების" შესახებ კანონის განხილვა დაიწყება.

ოპოზიცია დაინტერესდა დღესვე ეყრებოდა თუ არა კენჭი მეორე მოსმენით კანონს. საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს ვერ მოესწრება.

“არსად გვეჩქარება! ორი თუ სამი დღე - რამდენიც არ უნდა დასჭირდეს ჩვეულებრივად, მუხლობრივად მივყვეთ. გუნდის სახელით გეუბნებით, არსად არ ვიჩქარებთ. განხილვას შეიძლება სამი დღეც დასჭირდეს, მაგრამ არსად არ გვეჩქარება და რამდენი დღეც დასჭირდება, პრობლემა არ არის ვიმუშაოთ დეტალურად - კიდევ ერთხელ დაველოდებით, რუსული ან ცუდი რა არის. იქნებ რომელიღაცამ რაღაცნაირად ამოთქვათ!“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები