მამუკა მდინარაძე – "აგენტების კანონზე": არსად გვეჩქარება, რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი ვიმუშაოთ, რუსული რა არის იქნებ ამოთქვათ რომელიღაცამ

30-04-2024 12:58:00 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არსად ეჩქარებათ "აგენტების" შესახებ კანონის განხილვა. პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა დღესვე ეყრებოდა თუ არა კენჭი მეორე მოსმენით კანონს. საპასუხოდ მდინარაძემ აღნიშნა, რომ კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს ვერ მოესწრება.

“არსად გვეჩქარება! ორი თუ სამი დღე - რამდენიც არ უნდა დასჭირდეს ჩვეულებრივად, მუხლობრივად მივყვეთ. გუნდის სახელით გეუბნებით, არსად არ ვიჩქარებთ. განხილვას შეიძლება სამი დღეც დასჭირდეს, მაგრამ არსად არ გვეჩქარება და რამდენი დღეც დასჭირდება, პრობლემა არ არის ვიმუშაოთ დეტალურად - კიდევ ერთხელ დაველოდებით, რუსული ან ცუდი რა არის. იქნებ რომელიღაცამ რაღაცნაირად ამოთქვათ!“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები