ლევან ცუცქირიძე: “ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა სუფთა რუსული გზა საქართველოსთვის”

29-04-2024 23:33:30 ციტატა

"ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა რუსული, სუფთა რუსული გზა საქართველოსთვის: ანტიდემოკრატიული, დახურული და იზოლირებული, შიშით მართული საზოგადოების ხედვა. გავიგე რაც თქვა და ისიც ნათელია, რომ "ოცნებას" ფეხებზე კიდია ხალხის აზრი. ხოდა, იარონ მაგათ ივანიშვილის ლეგიტიმაციით და მისი სიმართლით. ჩვენ ვივლით ჩვენი სიმართლით, ჩვენი თანამოქალაქეების ლეგიტიმაციით და მათი მხარდაჭერით, როგორც თანასწორთა ერთობა საერთო ბრძოლაში. მაგრამ ესეც ვთქვათ: რასაც "ოცნება" აკეთებს ახლა: რაოდენობით, შემადგენლობით და გამოსვლების ხარისხით, არის მათი მაქსიმუმი. მთელი პარტიული და ადმინისტრაციული რესურსი დააყენეს ერთი ქალაქის გამზირზე და თავის გამოსვლებში ყველა უსინდისობა იკადრეს. მთელი მათი ინტელექტიც იმ სცენაზე ეტევა. They've maxed out.ჩვენ რა, ჩვენ ჯერ ვხურდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად!", - ამის შესახებ მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები