პეტრიაშვილი გაათავისუფლეს

29-04-2024 17:50:38 საზოგადოება

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი თავისუფალია.

სასამართლოში მისი საქმის განხილვა პირველ მაისს ჩაინიშნა.

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პეტრიაშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება უსამართლო იყო.

"კადრებში ჩანს ჩემი მცდელობა, რომელიც სიტუაციის ნორმალიზებისკენ იყო მიმართული, მაგრამ ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უკანონო და უსამართლო იყო",– თქვა პეტრიაშვილმა.

ის ასევე იხსენებს, რომ დაკავების ოქმის შედგენის პროცესში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც, "სინამდვილები იქ საერთოდ არ იწვნენ. ხოლო უშუალო დამკავებლები ამ დარბაზში არ იყვნენ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები