გოცირიძე – "ოცნებას": "ივანიშვილმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, რომ გადმორიცხოს ფული უცხოეთიდან NGO-ში​, უნდა გატარდეს თუ არა იგი რეესტრში?

29-04-2024 17:02:09 პოლიტიკა

"ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, რომ გადმორიცხოს ფული უცხოეთიდან რომელიმე NGO-ში​, უნდა გატარდეს თუ არა იგი რეესტრში?, – ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წევრ გივი მიქანაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მისი შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" "აგენტების" შესახებ კანონპროექტში "ეშმაკური ჩანაწერი" გააკეთა.

"ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, რომ გადმორიცხოს ფული უცხოეთიდან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, ამ ორგანიზაციას ექნება თუ არა ვალდებულება, რომ გატარდეს ამ რეესტრში, ვინაიდან იგი ამავე დროს არის საქართველოს მოქალაქე?", – მიმართა მან "ოცნებას".

საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, რამ "გააბოროტა" დეპუტატი:

"სამი მილიარდი დახარჯა ამ კაცმა ამ ქვეყანაში. რას ითვლით... რამ გაგაბოროტათ, კაცმა დახარჯა 3 მილიარდი ქველმოქმედებაში".

აღნიშნულზე გოცირიძემ უპასუხა, რომ ოხანაშვილი ტყუის.

"მე გელაპარაკებით კანონის ენით. ამერიკული კანონი შეღავათს არ უწევს ორმაგ მოქალაქეობას. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ის ამ შემთხვევაში ექვემდებარება, ოღონდ გასხვავებულად, ასევე მონიტორინგს. უცხო ძალაში გიწერიათ, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. ბიძინია ივანიშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი უცხოეთის მოქალაქეა. ამაშია ეს ეშმაკური ჩანაწერი, არ არის საქართველოს მოქალაქე რომ ვთქვა, მეტყვით როგორ არ არის ორმაგი მოქალაქეობა აქვსო. ამერიკულ კანონში წერია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამ შემთხვევაში ივანიშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. რატომ ჩაასწორეთ ეშმაკურად ეს მუხლი? დამიზუსტეთ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, რომ გადმორიცხოს ფული ოფშორიდან, უნდა გატარდეს თუ არა ის არასამთავრობო ორგანიზაციები ამ რეესტრში?", – მიმართა მიქანაძეს გოცირიძემ.

საპასუხოდ, მიქანაძე აღნიშნა, რომ კანონში იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ის ფიზიკური პირები, რომელთა საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ.

მისივე თქმით, კანონი შეეხებათ იმ იურიდიულ პირებსაც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებდა დააფუძნეს უცხოეთში:

"სხვა ქვეყანაში აღირიცხება და მისგან გადმორიცხული თანხები უნდა ექვემდაბარებოდეს ამ კანონს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები