სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობს კიევში

29-04-2024 16:27:47 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

სტოლტენბერგმა, ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს ვიზიტისა და კიევისთვის გაწეული დახმარებისთვის.

იენს სტოლტენბერგი კიევში, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მესამედ იმყოფება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები