იაგო ხვიჩიამ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

29-04-2024 15:28:06 პოლიტიკა

პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„მე მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტი არის ბუტაფორია და მე ვტოვებ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიამ ამ განცხადების შემდეგ, მიკროფონის გამოყენების გარეშე განაგრძო კომიტეტის თავმჯდომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება, რაზეც ანრი ოხანაშვილმა მიმართა, რომ სანამ იგი საკუთარი ნებით დატოვებდა სხდომას, მას რეგლამენტის შესაბამისად დაატოვებინებდნენ.

„კი ბატონო, გაბრძანდით, ბატონო იაგო, შეგიძლიათ გაბრძანდეთ. დატოვეთ, გავიგეთ თქვენი პოზიცია, პოლიტიკური განცხადება გააკეთეთ გარეთ. მიკროფონის გარეშე საუბარს თუ გააგრძელებთ, სანამ თქვენი ნებით გაბრძანდებით, მომიწევს, რომ რეგლამენტზე მიგითითოთ. თქვენი პოლიტიკური შეფასებაა და გაბრძანდით“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან 11 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გააძევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები