მდინარაძე: მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან რომ მოქმედებენ არასამთავრობოები, ეს ძალიან კარგი საქმეა და მე თუ ვარ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი, საერთოდ არ შემრცხვება, რატომ არის სტიგმა და ჩემთვის მიუღებელი?!

29-04-2024 12:25:09 ციტატა

"ჩვენ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კარგი საქმეები და ცუდი საქმეები და ბარემ იმ საერთო კითხვასაც ვუპასუხებ, რომელიც ძირითადად ყველას კითხვაში იყო გახმოვანებული. მე მაგალითად, დავუშვათ ვარ არასამთავრობოს წარმომადგენელი, რომელი სახელმწიფოს ინტერესიაო, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, იქ გამყოფ ზოლთან რომ მოქმედებენ, ძალიან კარგ საქმეს რომ აკეთებენ არასამთავრობოს წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამებს რომ აფინანსებენ და ასე შემდეგ, – ეს არის ძალიან კარგი საქმე. ამას აფინანსებენ ევროპული ფონდები, ამერიკული ფონდები და მე თუ ვარ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი საერთოდ არ შემრცხვება, რატომ არის სტიგმა და ჩემთვის მიუღებელი, მე ევროპულ საქმეს ვაკეთებ საქართველოში, რომელიც ჩემი ქვეყნის ინტერესებსაც ემთხვევა. ძნელი სათქმელია, ძნელი განსამარტი არის თუ რაშია საქმე?! მე ასე მიმაჩნია გულწრფელად", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები