სალომე სამადაშვილი: საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში დაიბარეს, სადაც უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ

29-04-2024 11:53:29 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში დაიბარეს, სადაც უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ".

„მინდოდა გვესაუბრა, როგორ დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმს თუ მიიღებს კანონს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ და გამომაძევეს სხდომიდან. ამ საკითხზე საუბარი არ უნდათ, კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ატყუებენ საზოგადოებას! საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ მეგობრებო, არათუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე დაიწყება საუბარი ძალიან სწრაფად. ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ მას. თუ მესამე მოსმენით მიიღებენ ამ კანონს, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე“,- განაცხადა სამადაშვილმა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გააძევეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი 28-29 აპრილს ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები