მეუფე ზენონი: ეს არის ხალხის ძალაუფლების ეროვნული დემონსტრირება ეროვნული სახელმწიფოსთვის

29-04-2024 10:40:45 საზოგადოება

მეუფე ზენონ იარაჯული რუსთაველზე "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ მორიგ აქციას და ამბობს, რომ ეს ხალხის ძალაუფლების დემონსტრირებაა ეროვნული სახელმწიფოსთვის. მანამდე მან "აგენტების კანონი" გააკრიტიკა.

"ეს არის ხალხის ძალაუფლების ეროვნული დემონსტრირება ეროვნული სახელმწიფოსთვის. დიახ!" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ ათასობით მოქალაქე კვლავ შეიკრიბა რუსთაველზე აქციაზე, რომლის სლოგანიცაა, "კი ევროპას, არა რუსულ კანონს".

29 აპრილს, "ქართული ოცნება" "აგენტების კანონის" მხარდამჭერ აქციას აორგანიზებს. უკვე გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ მათ შორის, რეგიონებიდან გეგმავენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მობილიზებას.

დღეს იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები